დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილეს შეუფარდა. კერძოდ, აქტივისტ ისაკო დევიძეს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა; 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა შშმ პირთა უფლებადამცველ გია ჯვარშეიშვილს; ირაკლი კალანდაძეს – 4-დღიანი პატიმრობა; დავით ასანიძეს – 6-დღიანი პატიმრობა; დავით მშვენიერაძეს – 5-დღიანი პატიმრობა.
საქალაქო სასამართლოში ერთდროულად რამდენიმე პირის სხდომა მიმდინარეობს, რომელთა უმრავლესობას რუსთაველის გამზირზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.




