თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ რუსული პროდუქციის შემომტანს ₾1 489 710 გადაუხადა | თავისუფლების ინსტიტუტი

“თავისუფლების ინსტიტუტის” ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ საქართველოში რუსული პროდუქციის შემომტანს ორ ტენდერში 1 489 710 ლარი გადაუხადა და მათგან სანაცვლოდ სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილები და რკინიგზის საშენი მასალა შეიძინა.
“თავისუფლების ინსტიტუტის” ცნობით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2023 წლის მაისის თვეში გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ – შპს “ბეთანმა” მიიღო. კომპანიამ უკონკურენტოდ გაიმარჯვა და სამუშაოების ჩასატარებლად მიიღო 945 610 ლარი.
ორგანიზაცია ამბობს, რომ ამავე კომპანიას გასული წლის 13 ოქტომბერს კიდევ ერთი ტენდერი გაუფორმეს 544 100 ლარის ღირებულების სალიანდაგო ზედნაშენის გასაკეთებლად.
“შპს “ბეთანი” 2003 წლიდან არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად. კომპანიის 100% წილის მესაკუთრე ლერი მოსაშვილია. თავისუფლების ინსტიტუტმა გამოიკვლია ორივე ტენდერი. დგინდება, რომ აღნიშულ კომპანიას რუსული და ბელორუსული ნაწარმი შემოაქვს საქართველოში და ოკუპანტი ქვეყნის ცამეტ კომპანიასთან თანამშრომლობს. კომპანიების ჩამონათვალი: დახურული სააქციო საზოგადოება “ გომელის ვაგონთმშენებელი ქარხანა” (ЗАО Гомельский вагоностроительный завод) ღია სააქციო საზოგადოება “სევერსტალ-მეტიზი” (ОАО Северсталь-метиз) შპს “ვოლჟანინი” (ООО ВОЛЖАНИН) შპს “პროექტების ლიგა” (ООО Лига проектов) შპს “ნიჟნი-სალდინსკის მეტალურგიული ქარხანა” (ООО Нижнесалдинский металлургический завод) შპს “პოლიპასტი” (ООО Полипласт) შპს “ტეხნოსტროი” (ООО Технострой) შპს სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება “ გამოყენებითი პერსპექტიული ტექნოლოგიები აპატეკი “ ООО НПП «ПРИКЛАДНЫЕ ПЕРСПЕКТИВНЫЕ ТЕХНОЛОГИИ – АпАТэК» სააქციო საზოგადოება “ლიტმაშდეტალი” АО ЛИТМАШДЕТАЛЬ შპს “სტროი უნივერსალი” ООО СТРОЙ УНИВЕРСАЛ შპს მილების ინდუსტრიის კომპანია – “მეტიზის ალიანსი” (ООО ТПК МЕТИЗНЫЙ АЛЬЯНС) სამშენებლო-სამრეწველო ღია სააქციო საზოგადოება “გეტზ” (СП ОАО ГЭТЗ) შპს “კრამატორსკის სპეციალური სამაგრების ქარხანა” (ООО Краматорский завод специального крепежа) ასევე დადგინდა, რომ ღია სააქციო საზოგადოება “სევერსტალ-მეტიზი” (ОАО Северсталь-метиз) შვილობილი კომპანიაა სააციო საზოგადოება სევერსტალის (Северсталь), რომელიც 2022 წლის მარტში დაასანქცირა ამერიკამ და ბრიტანეთმა. ასევე სანქციების ქვეშაა კომპანიის მფლობელი ალექსეი მორდა, რომელიც სანქციების სიაში მოხვდა ში ს ომის ხელშეწყობის გამო. ალექსეი მორდაშოვი რუსი ოლიგარქია, რომელიც დაახლოებულია კრემლის მმართველ ვერტიკალთან, მათ შორის ვლადიმერ პუტინთან. 2021 წელს ფორბსის მიხედვით ის ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო რუსეთში. მას წილი აქვთ კრემლის მაღალი თანამდებობის პირების პირად ბანკ, ბანკ როსიაში, ასევე ფლობს წილს სატელევიზიო სადგურებში. ის პასუხისმგებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკაზე. მისი კომპანია, სევერსტალი, მნიშვნელოვანია რუსეთის არმიის ფოლადის ნაწილებით და ფოლადის ნაწარმით (მათ შორის დაჯავშნილი ფოლადით) მომარაგების კუთხით. შპს “ბეთანის” ორივე ტენდერის ტექნიკურ დოკუმენტაციაში ატვირთული აქვს რუსული მწარმოებლის საგარანტიო წერილები. თავად რუსული კომპანიის მიერ წარმოდგენილ ინვოისებში კი მითითებულია, რომ აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილია შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის (და არა შპს “ბეთანი”-სთვის, რომლის გავლითაც მიეწოდება თბილისის სატრანსპორტო კომპანიას რუსული ნაწარმი). აქედან გამომდინარე, შესაძლოა, რომ შპს “ბეთანი” მხოლოდ საბუთების მიმტან-მომტანის ფორმალურ ფუნქციას ასრულებს, რეალურად კი რუსულ კომპანიასა და ქართულ სახელმწიფოს შორის პირდაპირი თანამშრომლობა ხდება. საქართველოს საბიუჯტო სახსრები მიემართება ოკუპანტი სახელმწიფოს კომპანიებში. ამ შემთხვევაში შპს “ბეთანის” გავლით, შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” დაკვეთით, ჯამში 1 489 710 ლარი გადავუხადეთ კრემლის ეკონომიკურ ვერტიკალს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას თავიდანვე შეეძლო სატენდერო დოკუმენტაცია იმგვარად განესაზღვრა, რომ დაებლოკა ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქცია და პირდაპირ გაეწერა შესასყიდი პროდუქციის მახასიათებლები წარმომავლობის ჩათვლით,” – ნათქვამია “თავისუფლების ინსტიტუტის” სტატიაში.