თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელად გოგა მემანიშვილი დაინიშნა.­
აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გოგა მემანიშვილმა ამ თანამდებობაზე ლაშა ჯოხაძე ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა 28 ოქტომბერს დატოვა.