თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ: ზურაბ კახაბრიშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სპორტსმენი; მერაბ კილაძე – ქირურგი; გიორგი ჭუმბურიძე – ქირურგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი; დიმიტრი ბეზარაშვილი – ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გიზო გაბესკირია – რეჟისორი; გვანჯი მანია – გეოგრაფი, მეცნიერი, ჟურნალისტი; ბიძინა სონღულაშვილი – ინჟინერი, მეტროს მუშაკი; ნათელა ვასაძე – პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გელა ფარჩუკიძე – მუსიკოსი, დირიჟორი, პედაგოგი; ნელი სალაძე – მწვრთნელი, სპორტსმენი; მზია აფრიდონიძე – მუსიკოსი, მხატვარი; გურამ ბათიაშვილი – დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი; კახა ქორიძე – არქიტექტორი, მსახიობი; გოგი მარგველაშვილი – რეჟისორი, პროფესორი; თამაზ გოდერძიშვილი – დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, სცენარისტი; ნელი კობიაშვილი – ჟურნალისტი, მწერალი; გივი სიხარულიძე – მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი; ვახტანგ ცუხიშვილი – არქიტექტორი; ზურაბ ყიფშიძე – მსახიობი; გურამ კალანდაძე – გეოლოგი; ნელი ბერაია – მხატვარი, ჟურნალისტი; თენგიზ გაჩეჩილაძე – პედაგოგი, ჟურნალისტი; თეიმურაზ ლეჟავა – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ოლესია თავაძე – მხატვარი; ვილი სანიოლი – ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.

დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი , საქართველოს პრემიერ-მინისტრი, და მმართველი პარტიის ლიდერები.

კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს