თბილისის სამ გვირაბში, დღეს ღამით, მოძრაობა იზღუდება
დღეს ღამით, თბილისის სამ გვირაბში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მიზეზი გარე განათების სამუშაოებია.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 22 ივლისს, 00:30-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება – ამირეჯიბის გზატკეცილიდან ბახტრიონის ქუჩაზე გადასასვლელ გვირაბში, გალაკტიონის ხიდის ქვეშ და დავით აღმაშენებლის ძეგლის ქვეშ არსებულ გვირაბებში.
სამივე გვირაბში არსებული განათებები თანამედროვე, ეკონომიური LED სანათებით იცვლება.
“აღნიშნულ პერიოდში ამირეჯიბის გზატკეცილიდან ბახტრიონის ქუჩაზე გადასასვლელ გვირაბში საგზაო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება; გალაკტიონის ხიდის ქვეშ გვირაბში შეზღუდვა ცალმხრივად, „ლაგუნა ვერედან“ მშრალი ხიდის მიმართულებით იმოქმედებს; დავით აღმაშენებლის ძეგლის ქვეშ არსებულ გვირაბში საავტომობილო მოძრაობა მარშალ გელოვანის გამზირიდან აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით ერთ ზოლში შეიზღუდება”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის მერია და შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!
