თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთ საკითხად დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები უნდა განიხილონ

თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთ საკითხად დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები უნდა განიხილონ.
საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ისინი ბიუჯეტს მხარს დაუჭერენ, ნაცვლად ოპოზიციის წევრებისა, რომლებიც, მისი თქმით, წლებია საზოგადოებას ბოიკოტს უცხადებენ.
„ბიუჯეტი მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიცავს, რასაც ჩვენ მხარს აუცილებლად დავუჭერთ, ნაცვლად ჩვენი ოპოზიციონერებისა, რომლებიც წლების განმავლობაში ბოიკოტს უცხადებენ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცვლილებების თანახმად, დედაქალაქის ბიუჯეტი 241 034,9 ათასი ლარით იზრდება და 2 004 389,6 ათას ლარს შეადგენს.