თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს
თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დედაქალაქის საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ ნდობისთვისა და საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევისთვის კოლეგებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, დედაქალაქის მერ კახა კალაძეს, გიორგი ტყემალაძეს და საკრებულოს წევრებს გამოცხადებული ნდობისთვის.
ეს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა და ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ საქმიანობას ჩვენი დედაქალაქის, მისი თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ. ყველა გამოწვევას ერთობლივი ძალისხმევით გადავჭრით.
ვხედავთ რამდენი რამე გაკეთდა უკანასკნელი წლებში თბილისის განვითარებისთვის. ყველა მნიშვნელოვანი საქმე უკავშირდება თბილისის მერ კახა კალაძეს და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ ინიციატივებს და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ სასიკეთო პროექტს განვახორციელებთ.
ყველას კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ. მჯერა, ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თბილისის საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, გიორგი ტყემალაძეს, რომელიც საკრებულომ დედაქალაქის ვიცე-მერის თანამდებობაზე დაამტკიცა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„გიორგი ტყემალაძე ახლა უკვე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან გააგრძელებს საქმიანობას და ჩვენს ქალაქსა და თანამოქალაქეებზე ზრუნვას. მსურს, წარმატებები ვუსურვო მას მომავალ საქმიანობაში“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს