თბილისის საკრებულომ იპოდრომის ტყეში ცათამჯენების მშენებლობისთვის გეგმარებითი დავალების პროექტს მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულოს 14 ივნისის სხდომაზე, იპოდრომის ტყეში, თამარაშვილის ქუჩა №13-თან ცათამბჯენების მშენებლობისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტს მხარი დაუჭირა.
საქმე ეხება იპოდრომის ტყეში, მრავალფუნქციური და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას, რასაც „ცენტრალ პარკ ავენიუ“ გეგმავს. პროექტის განმარტებით ბარათის თანახმად, იპოდრომის მოედნის გვერდით მდებარე ტყეში 7 შენობა აშენდება, მათგან ყველაზე დაბალი 21-სართულიანი, ყველაზე მაღალი კი 79-სართულიანი იქნება. იმ ტერიტორიის ფართობი 80 145 კვ.მ-ია.
იქვე უნდა მოეწყოს ავტოსადგომი 5500 ავტომობილზე. აქვე ნათქვამია, რომ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მიზანია საფეხმავლო კულტურის განვითარება და “ავტომობილებზე ორიენტირებული დაგეგმარების თავიდან აცილება”.
იპოდრომის ტყის ტერიტორია შპს „ცენტრალ პარკ ავენიუმ” 2023 წლის 27 ოქტომბერს ფონდ “ქართუსგან” 85 მილიონ დოლარად იყიდა. ეს კომპანია 2023 წლის 22 სექტემბერს იპოდრომის ტერიტორიის ყიდვამდე ერთი თვით ადრე დაფუძნდა. მისი დირექტორი, ვასილ ფხაკაძე, ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის შვილი და ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის, „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებლის, სოსო ფხაკაძის ძმისშვილია.
იპოდრომის ტყე სარეკრეაციო ზონაა. განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, იქ დაუშვებელია ყველანაირი მშენებლობა, გარდა განათების, სარწყავი სისტემის, სარეკლამო ბილბორდის, დეკორატიული გაფორმების ობიექტის მოწყობისა. კომპანია ფუნქციური ზონის ცვლილებასაც მოითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მხოლოდ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს