თბილისის საკონცერტო დარბაზთან არსებულ შადრევანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ არსებულ შადრევანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, სამუშაოები შადრევნის ისტორიული იერსახის შენარჩუნებას ითვალისწინებდა, რისთვისაც, დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
„ეკოსერვის ჯგუფმა“ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ, შადრევნის რეაბილიტაცია განახორციელა. სამუშაოები შადრევნის ისტორიული იერსახის შენარჩუნებას ითვალისწინებდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად განახლდა შადრევნის კედლის წყლის ფარდა, აუზი, ტუმბო-აგრეგატი, მართვის ოთახი და დამცლელი მილი; შეიცვალა შადრევნის კედლის ქვედა ფილები და მოპირკეთდა გრანიტით. მოეწყო განათებები, ამომფრქვევები და ელექტროსადენები. სამუშაოების ღირებულებამ, დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. აღნიშნული ტერიტორია ჩვენ მთლიანად მოვაწესრიგეთ და დღეს, ყველანაირად კეთილმოწყობილია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ტერიტორიაზე ასევე, განახლდა მიწისქვეშა გადასასვლელები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – თუ დადგება საკითხი: მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია, უპირატესობას მშვიდობასა და სტაბილურობას მივანიჭებთ – ევროპაში ვიზით წახვალთ თუ უვიზოდ, ეს ეგზისტენციალური საკითხი არ არის

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილს სანქციების რომ არ ეშინია, ყველამ დაინახა – როდესაც დასაბუთების გარეშე უჩერებენ ადამიანს ორ მილიარდს, ეს ევროპისთვის შეუფერებელია, „დიფ სთეითის“ გავლენის შედეგია და ეს მდგომარეობა ტრაგიკული და ბუნებრივია

ირაკლი კობახიძე – 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით არის სერიოზული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიყვანა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე