თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ბილეთების გაყიდვა 24 ნოემბერს დაიწყება

24-ე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ბილეთების გაყიდვა 21 ნოემბერს დაიწყება. ინფორმაციას ფესტივალი სოციალურ ქსელში ავრცელებს:
“ძირითადი სექციებისთვის ბილეთები გაიყიდება 24 ნოემბრიდან კინოთეატრ ამირანის სალაროში.
სექცია ევროპული კინოს თვის ბილეთები გაიყიდება კავეა გალერიას სალაროში. ბილეთების ყიდვა ასევე შესაძლებელი იქნება ონლაინ”.
21 ნოემბერს ცნობილი გახდება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის განრიგი.
წლევანდელ კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება ისეთი ტიტულოვანი რეჟისორების ფილმები, როგორებიც არიან აკი კაურისმიაკი, ნური ბილგე ჯეილანი, პედრო კოშტა, ლავ დიაზი, კენ ლოუჩი და სხვები. ქართულ სექციაში იქნება წარმოდგენილი ათობით მხატვრული და დოკუმენტური ქართული ფილმი. ფესტივალის სრული პროგრამის სანახავად ეწვიეთ ამ ბმულს.