თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოგადაღებისთვის 21-22 ოქტომბერს სამხედრო ტექნიკა გადაადგილდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული ფილმისთვის სამხედრო თემატიკის რამდენიმე სცენის გადაღება იგეგმება ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მხატვრული ფილმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეპიზოდის გადასაღებად, დედაქალაქის აეროპორტის ძველი ტერმინალის ტერიტორია შეირჩა, სადაც 21-22 ოქტომბერს, ორი დღის განმავლობაში სპეციალური სამხედრო ტექნიკა და სამხედრო ფორმებში ჩაცმული მსახიობები გადაადგილდებიან.
მათი ცნობით, პროექტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში” მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საქართველოში დასახარჯი ბიუჯეტი, ჯამში, 13 მლნ ლარს შეადგენს.
„ამერიკულ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე ჰოლივუდის მსახიობები, რეჟისორი და კინოოპერატორი მუშაობენ. ფილმის გადაღებების ფარგლებში დასაქმებულია საქართველოს 200-ზე მეტი მოქალაქე.
საქართველოში დაგეგმილი გადაღებები, სხვადასხვა ლოკაციაზე, 36 დღის განმავლობაში გაგრძელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა