თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას საქმის განხილვა დაიწყო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას საქმის განხილვა დაიწყო.
სხდომას, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა, თავად გიორგი რურუა არ ესწრებოდა.
პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი რურუასთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაცვის მხარეს, 2020 წლის აგვისტოში აქვს გასაჩივრებული. ადვოკატები გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვენ.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ 2020 წლის 30 ივლისს ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა.
გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.
გიორგი რურუამ პენიტენციური დაწესებულება საქართველოს პრეზიდენტის, ს შეწყალების საფუძველზე დატოვა.
სალომე ზურაბიშვილმა რურუას შეწყალების აქტს ხელი 2021 წლის 27 აპრილს მოაწერა.

ასევე დაგაინტერესებთ