თბილისის სააპელაციო სასამართლომ თეთრიწყაროს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევას გულისხმობდა, გააუქმა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის ხმის ფარულობა დარღვეული იყო.
კერძოდ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მესამე სექტორის სარჩელები, ხოლო, თეთრიწყაროს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საერთოდ გააუქმა, რომელიც ასევე ხმის ფარულობის დარღვევას გულისხმობდა.
სააპელაციო სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმის” სარჩელები.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „ჩემი ხმის“ სარჩელებს თითქმის 24 საათი განიხილავდა.
სასამართლომ საია-ს 12 და კოალიცია “ჩემი ხმის” 14 საქმე გააერთიანა.
ცნობისთვის, არჩევნებზე ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და შესაბამისად, ის უზენაეს სასამართლოში არ გასაჩივრდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი ხაბეიშვილის საქმეზე – ერთი და იმავე მოსამართლეზე განჩინების გაცემაც და ამ საქმის დაწერაც უკანონოა, როგორც ჩანს, ეს მოსამართლე ჰყავთ გამზადებული ყველაფერზე ხელის მოსაწერად და ბარემ ამას შეკიდეს მთელი ტვირთი

ირაკლი ნადირაძე – ლევან ხაბეიშვილის დაკავება ემსახურება იმას, რომ 4 ოქტომბრის აქცია არ შედგეს, მაგრამ ვიქნებით ძალიან ბევრი, ჯერ რომ არ ვყოფილვართ, იმდენი – როგორც ხაბეიშვილი ამბობდა, 4 ოქტომბერს იქნება მშვიდობიანი რევოლუცია