თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?

თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 14 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მარნეულის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), ფონიჭალის III მიკრორაიონის, ზემო ფონიჭალის დასახლების, იური დავითაიას, ევგენი გეგეჭკორის, ფირუზ მოსიძის, თელეთის, ნიქაბაძის, ლევან ღოღობერიძის, ვახტანგ და ამირან კაპანაძეების, ლომინაძის, სერგი სურგულაძის, გია ბერუაშვილის და ჟორს ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.