თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება 21 მარტს ელექტრომომარაგება?

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება 21 მარტს ელექტრომომარაგება?
თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 21 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის (ნეწილობრივ) და დაბა ტაბახმელას (ნეწილობრივ) მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის საერთო საცხოვრებლების, გობრონიძის და წმინდა ნინოს ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), პეტრე იბერის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ) და რობაქიძის გამზირის მოსახლეობას.
ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ფაროქიშვილი-სარაჯიშვილის, ცუცხვათის, დოესის, უჯარმის, კოშკოვანის, კაჭარავას, ზურაბიშვილის, კობარეთის, უწერის, კაკულიას, ზინდისის, შორაპნის, თელავის, დოლაბაურის, ახვლედიანის, გარეკახეთის, ლეხ კაჩინსკის, პატარძეულის, აწყურის, დევერის, ბოცვაძის, ბოჭორმის და გელოვანის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.