თბილისის რომელ უბნებშია ბინები ყველაზე ძვირი და იაფი

Galt&Tagart-ის კვლევის მიხედვით, თბილისში ახალ ბინებზე ფასი აპრილში თვიურად გაიზარდა, ხოლო ძველ ბინებზე შემცირდა. აპრილში დედაქალაქში 247.9 მლნ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 33.2%-იან ზრდას ნიშნავს.
რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეს, ამ პერიოდში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 965.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 9%-იან ზრდას აჩვენებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ აპრილში ყველაზე მეტი, 626 ბინა დიდ დიღომში გაიყიდა, ყველაზე ცოტა კი, 52 ბინა ვაშლიჯვარში. რაც შეეხება ფასებს, 1 კვ.მ ყველაზე ძვირი, 2 733 დოლარი მთაწმინდაზე ღირდა, ყველაზე იაფი კი ვაშლიჯვარში და 980 დოლარს შეადგენდა.
რაც შეეხება სხვა უბნებს, კვ.მ-ის ფასები თბილისის სხვადასხვა რაიონში ასე გადანაწილდა:
· ვაკე – 2 350 დოლარი
· ჩუღურეთი – 1 563 დოლარი
· კრწანისი – 1 488 დოლარი
· საბურთალო – 1 481 დოლარი
· ისანი – 1 260 დოლარი
· დიდუბე 1 218 დოლარი
· ნაძალადევი 1 116 დოლარი
· გლდანი 1 039 დოლარი
· სამგორი 1 021 დოლარი
· დიდი დიღომი 981 დოლარი