თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალი არ აქვს – მისამართები და აღდგენის დრო

თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება არ მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს GWP ავრცელებს.
სამგორის რაიონი – ვარკეთილის 3, 4 მკ-რ. N411-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 24/05 23:00-დან 25/05 10:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: ვარკეთილი 3, მე-4 მიკროს N 401-N410 კორპუსებს და ნაზი შამანაურის ქუჩას.
აღნიშნულ გამორთვას დაემატა: ვარკეთილი 3, მე-4 მკ/რ (სრულად), თაყაიშვილის N12-N46 (ლუწები და კენტები), ვიქტორ კუპრაძეს (4 მკ/რ-ში)
მთაწმინდის რაიონი – ნინო ჟვანიას ქ. N10-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 25/05 00:10-დან 25/05 11:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: შატბერაშვილის, მარაბდის, ქობულეთის N 22-42 (ლუწებს), კეკელიძის N 17-25 (კენტებს) და N 14, 16, 18, ნინო ჟვანიას, მცხეთის, ბურკიაშვილს(მცხეთის 1-ლი შეს.) და შროშის ქუჩებს.
ისნის რაიონი – კონსტანტინე ამირეჯიბის ქ. N65-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 04:20-დან 16:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა:
კონსტანტინე ამირეჯიბის ქუჩას (სრულად).

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, როლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია