თბილისის რამდენიმე სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის რამდენიმე სკოლაში ევაკუაციის გამოცხადების შესახებ. #41 – მიხეილ გრუშევსკის სახელობის უკრაინულ-ქართული საჯარო სკოლიდან მოსწავლეების, მასწავლებლებისა და პერსონალის გაყვანის შემდეგ, სამართალდამცველები მუშაობენ.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ორმა კერძო სკოლამ კი ელ. ფოსტაზე შეტყობინებები მიიღო მათ ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ. ამის შესახებ ინფორმირებულები არიან მოსწავლეთა მშობლები.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შეტყობინების მიღებისთანავე, შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებული გადაუდებელ ღონისძიებას ატარებენ. სამუშაოების დასრულებისთანავე, დაწესებულებაში სასწავლო პროცესი აღდგება. გვითხრეს, რომ მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოება დაცულია.

ასევე დაგაინტერესებთ