თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი – ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე სპექტაკლები გადადებულია

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე 30 ნოემბრის და 1-ელი დეკემბრის სპექტაკლები “დაისი” გადადებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, განახლებულ თარიღებთან დაკავშირებულ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში დააანონსებენ.
„გაცნობებთ რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე 30 ნოემბრის და 1-ელი დეკემბრის სპექტაკლები “დაისი” გადადებულია.
ბილეთების მფლობელების საყურადღებოდ – განახლებულ თარიღებთან დაკავშირებულ ინფორმაციას დავაანონსებთ უახლოეს პერიოდში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.