თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება – სია

თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება – სია
6 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება. კომპანია თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას ასახელებს.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის I, II, III მიკრორაიონების, გობრონიძის, დუმბაძის, წმინდა ნინოს და კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭედიას ქუჩის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტროსადგური „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ტრანსპორტის, სამტრედიის, ერისთავის და ხოშარაულის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის დასახლების, პურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, დიდი ხეივნის, მეფე სოლომონ II, კრწანისის, გორგასალის, ორთაჭალის, ჯიბლაძის, ახოსპირელის, ლერმონტოვის, გუდიაშვილის, აბესაძის, აბო-ტბილელის, ბეთლემის, ჩიხლაძის და ალავერდოვის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ღამბაშიძის, ქუჩიშვილის, ბარნოვის, კეკელიძის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ინტენსიფიკაციის და გუდავას ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის, დოლიძის, ციხისძირის, როსტომაშვილის, წულაძის, მეველეს, ნინიძის, ჩოხელის, მახარაშვილის, ბალადანის, ბაქარაშვილის, ჩოლოყაშვილის, ჩარხის, ვირსალაძის, აბრამიშვილის, სახალხოს, ლერწმის, აბუსერიძე-ტბელის, მანავის, მამუკინის, ხევის და ამილახვარის ქუჩების მოსახლეობას.

ასევე დაგაინტერესებთ