თბილისის რაიონის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს. გაზი დედაქალაქში ჯამში 653 აბონენტს არ მიეწოდება.
კერძოდ, ბუნებრივი აირის მიწოდება ვაზისუბნის რაიონში 61 აბონენტს 12 ნოემბრის 16:00 საათამდე შეუწყდა. ასევე, სამგორის რაიონში 223 აბონენტს – 12 ნოემბრის 14:00 საათამდე; ნაძალადევის რაიონში 171 აბონენტს – 12 ნოემბრის 18:00 საათამდე; ნუცუბიძის რაიონში 147 აბონენტს – 12 ნოემბრის 15:00 საათამდე; საბურთალოს რაიონში 53 აბონენტს კი გაზი 12 ნოემბრის 17:00 საათამდე გაეთიშა.
