“თბილისის მშრალმა პორტმა” ოპერირება დაიწყო – “პროექტს ხელს არ მოვკიდებდით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რომ არ ყოფილიყო”

მშენებლობის პირველი ფაზა დასრულებულია. Tbilisi Dry Port-მა ოპერირება დაიწყო. ინტერმოდალურ ლოგისტიკურ ცენტრში პირველი ბლოკ-მატარებლის მიღებას აპრილის ბოლო დღეებში ელიან.
“პროექტს ხელს არ მოვკიდებდით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რომ არ ყოფილიყო”, – აცხადებს “საქმის კურსთან” Tbilisi Dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი და აღნიშნავს, რომ პირველი ფაზის ფარგლებში მშრალი პორტის მოსაწყობად დაახლოებით 23 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. პორტის მეორე ფაზა კი ზაფხულიდან დაიწყება.
“ვემზადებით მეორე ფაზის დასაწყებად, რაც გულისხმობს დამატებითი 35 ათასი კვ.მეტრი ღია საწყობის მშენებლობას და ეტაპობრივად, ჯამში 50 000 კვ.მ A კლასის საწყობების მოწყობას. გეგმის მიხედვით, პირველ საწყობის მშენებლობას ვიწყებთ 1-1.5 თვის განმავლობაში. ეს იქნება 9000 კვ.მ საწყობი. აღსანიშნავია, რომ პროექტი მნიშვნელოვანია თბილისისთვის. მთლიანობაში საქართველოში იმპორტირებული კონტეინერების 70% მოდის სწორედ თბილისისთვის განკუთვნილ ტვირთებზე. შესაბამისად, ჩვენ ვუმარტივებთ გზას კონტეინერების და ტვირთების მიმღებ პირებს. ამისათვის, ს და ს პორტებს დავუკავშირდებით საკონტეინერო მატარებლებით და პირველი ასეთი ბლოკ მატარებელი ვფიქრობთ, მომავალი კვირის დასაწყისში შემოვა მშრალ პორტში. ამისათვის მჭიდროდ ვმუშაობთ “საქართველოს რკინიგზასთან” და მათთან ერთად ვგეგმავთ, რომ ეს სერვისი გავხადოთ რეგულარული და სწრაფი”, – ამბობს ჯემალ ინაიშვილი.