კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი იზრდება და 1 763 354 000 ლარს შეადგენს. მათ შორის არის სპეციალური ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მთლიანი ბიუჯეტის 31% ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება.
თბილისის ბიუჯეტი იზრდება და 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 130 მილიონით მეტი იქნება. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა შეადგენს 1 763 354 000 ლარს. მათ შორისაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 500 000 000 ლარი. ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 547 486 000 ლარის გამოყოფა, რაც მთლიანი ბიუჯეტის 31%-ს შეადგენს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მომავალ წელს სოციალური/ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილია 507 632 000 ლარის პროგრამების განხორციელება.