თბილისის მიღმაც უნდა იცხოვრებოდეს, საცობის პრობლემის მოგვარებას სჭირდება დეცენტრალიზაცია, რაც “ოცნებისთვის” ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია | ჯაფარიძე

თბილისის მიღმაც უნდა იცხოვრებოდეს, საცობის პრობლემის მოგვარებას სჭირდება დეცენტრალიზაცია, რაც “ოცნებისთვის” ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია | ჯაფარიძე
“საცობებზე და პასუხისმგებლობაზე. თბილისში საცობების გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ ამ ქვეყანაში გარდა თბილისისა (და შეიძლება სა) სხვაგან უბრალოდ არ იცხოვრება. არ იცხოვრება არა იმიტომ, რომ იქ არ არის გზა, დენი, წყალი, კანალიზაცია, ინტერენტი. არამედ, არ იცხოვრება იმიტომ, რომ იქ არსებობა ან საერთოდ შეუძლებელია ან რაღაც მომენტში ადამიანი აცნობიერებს, რომ თბილისში საათში მეტის გამომუშავებას შეძლებს, ვიდრე სადმე სხვაგან ქვეყნის შიგნით. და თუ ქვეყნიდან გაქცევას ვერ ახერხებს, მოდის თბილისში. ეს ხდება იმის გამო რომ სისტემა გვაქვს მოწყობილი შუა საუკუნეების პრინციპით: ყველაფერი არის თბილისი; ყველაფრის მფლობელი ამ ქვეყანაში არის თბილისი – მიწების, ტყეების, წიაღისეულის; მთელი ფული თავს იყრის თბილისში და მერე აქედან ნაწილდება; ვალებს, დამატებით ფულს, იღებს თბილისი; ფულს ბეჭდავს თბილისი; ფულის მთავარი მხარჯველი ნებისმიერ ქვეყანაში, მთავრობა – არის თბილისში. თბილისი არის ჭიპი და თუ უბრალოდ ცოცხლად გადარჩენაზე მეტი ამბიცია გაქვს, მოდიხარ აქ (ან ამერიკაში, მექსიკის გავლით) მანამ სანამ ამ სისტემას არ შევცვლით, მანამ სანამ ქვეყანაში არსებული აქტივები (მიწა, ტყე, წიაღისეული) არ გადავა მოქალაქეთა კერძო საკუთრებაში და თბილისის მიღმა არ გაჩნდება ბევრი მესაკუთრე, მანამ სანამ რეგიონებში შექმნილი დოვლათიდან გადასახადების უდიდესი ნაწილი არ დარჩება ადგილზე, მანამ სანამ ბიუჯეტის ფული იხარჯება პოლიტიკური მიზნებისთვის, ანუ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის (და პოლიტიკა ამ ქვეყანაში, ასეთ სისტემაში, კეთდება ცენტრში ანუ თბილისში) მანამდე თბილისში საცობებს არაფერი ეშეველება. პირიქით. […] საცობის პრობლემის მოგვარებას სჭირდება დეცენტრალიზაცია, “გატრუხდა” ეს სიტყვა, მაგრამ ყველაზე ზუსტად გადმოცემს შინაარსს. უფრო მარტივად – თბილისის მიღმაც უნდა იცხოვრებოდეს და საკარმიდამო მიწის ნაკუწების იმედად არ უნდა იყოს მიგდებული ხალხი, მაგრამ ეს არ მოხდება ამათ ხელში. დეცენტრალიზაცია ნიშნავს ძალაუფლების გადანაწილებას, რაც ამათთვის ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია, ჰოდა ან ამათ და სისტემას ვცვლით (რაც უამრავ სხვა პრობლემასაც აგვარებს) ან ვასიგნალებთ”.