თბილისის ცენტრალურ ნაძვის ხეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად პირველი რესპუბლიკის მოედანზე ააწყობენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.
ნაძვის ხეს 12 დეკემბერს აანთებენ და სწორედ ამ დღიდან დაიწყება საახალწლო ღონისძიებები.
წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 280 000 ლარი დაიხარჯება საახალწლო ღონისძიებებში – მომსახურებას წელსაც ტენდერის გარეშე იყიდიან. ამ თანხაში მოეწყობა კულტურული სივრცეები, დეკორაციები, ყინულის მოედანი, კონცერტები, „საშობაო ბაზარი“ და გალა კონცერტი.
ვინ იმღერებს და სად გაიმართება გალა კონცერტი, ჯერ უცნობია. გასულ წელს კონცერტი დახურულ სივრცეში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ჩაწერეს, მოგვიანებით კი ჩანაწერი ტელეეთერებით გადასცეს.




