თბილისის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება.
მისი თქმით, თბილისის ახალ წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდება, რადგან ძველი ნაძვის ხე ფოიერვერკით გაჩენილი ცეცხლით დაზიანდა.
„ახალი მთავარი ნაძვის ხით შეხვდება თბილისი 2024 წელს. გახსოვთ, გასულ წელს ნაძვის ხეს ფოიერვერკი ესროლეს, რის შედეგადაც ცეცხლი მოეკიდა. სახანძროს ჩართულობით ჩააქრეს ცეცხლი, თუმცა ნაძვის ხე დაზიანდა და ახალი ნაძვის ხის ყიდვა მოგვიწია. 15 დეკემბერს ვგეგმავთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთებას. იქნება შესაბამისი კონცერტი, რაზედაც ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა მ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება, 16 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება.
„საახალწლო სოფელი“ წელს განთავსდება ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში. ეს ორი ადგილი იქნება, სადაც საახალწლო დღეებში შეგვეძლება ჩვენი პატარებით მისვლა. შესაბამისი სივრცე მოეწყობა ყველა თაობის ადამიანისთვის. რაც შეეხება გალაკონცერტს, ყველა მსურველს რესპუბლიკის მოედანზე 31 დეკემბერს ვუმასპინძლებთ. გპირდებით, რომ ჩვენი ქალაქი წელს ძალიან ლამაზი იქნება და ბევრი ადამიანი ისიამოვნებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.