“თბილისის მეტროში “კაცები შავებში“ იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ“ –

სალომე ზურაბიშვილი ,,ტიტუშკებთან” მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“თბილისის მეტროში “კაცები შავებში“ იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ, მოქალაქეების დასაცავად არც პოლიცია და არც სამართალდამცავები არიან!”
შეგახსენებთ, თბილისის მეტროში გამოჩენილი ე.წ. ტიტუშკები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდნენ და აქციის მონაწილეებს როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
თავდაპირველად, საპატრულო პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია, თუმცა უცხო პირების დაკავების შესახებ ხალხის შეძახილებისა და პროტესტის ფონზე, მათ ნიღბიანები ადგილიდან გაიყვანეს და უცნობია, ისინი დააკავეს თუ მხოლოდ განარიდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)