თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ტექნიკური ხარვეზის გამო არ მუშაობს – სატრანსპორტო კომპანია

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი, დროებით, არ მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, მეტროს გაჩერების მიზეზი ტექნიკური ხარვეზია. სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს საბურთალოს ხაზი დაახლოებით, 19:45 საათზე გაჩერდა, პრესსამსახურში ამბობენ, რომ ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა და მუშაობს ხარვეზის გამოსასწორებლად.
radiotavisupleba.ge

ასევე დაგაინტერესებთ