თბილისის მეტროს „საბურთალოს“ ხაზზე მოძრაობა განახლდა – საჭირო გახდა მეტროსადგურ „წერეთელის“ გვირაბიდან მგზავრების გამოყვანა

თბილისის მეტროს „საბურთალოს“ ხაზზე მოძრაობა განახლდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თბილისის მეტროში ძაბვის ვარდნამ საბურთალოს ხაზზე მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ხაზზე სადგურებმა მგზავრთა მომსახურება შეაჩერეს. საჭირო გახდა მეტროსადგურ „წერეთელის“ გვირაბიდან მგზავრების გამოყვანა.
„ხარვეზის გამოსწორებისა და მგზავრთა გამოყვანის შემდეგ, ყველა სადგური გაიხსნა. ამჟამად, თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას