თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების გადაადგილების შეფერხებაა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, მატარებლები მხოლოდ მეტროსადგური „ვარკეთილიდან“ „გურამიშვილის“ მიმართულებით და პირიქით მოძრაობენ.
რაც შეეხება მეტროსადგურებს „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“, ამ სადგურებზე მოძრაობა დროებით შეფერხებულია.
„ტექნიკური ხარვეზია. დროებით დაკეტილია ეს მიმართულება“,- განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში.
