თბილისის მეტროს მეორე ხაზი გაჩერებულია — ლიანდაგებში კაცი გადავარდა

თბილისის მეტროს მეორე ხაზზე (საბურთალო) მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. დღეს დილით მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას გამზირზე“, ლიანდაგებში, კაცი ჩავარდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს, რის შემდეგაც მატარებლების მოძრაობა აღდგება.
მთავარი ილუსტრაცია: ფოტო არქივიდან

ასევე დაგაინტერესებთ