თბილისის მეტროს ვაგონების 15-წლიანი პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა

თბილისის მეტროს ვაგონების განახლების 15-წლიანი პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მილიონი ევრო გამოიყოფა – გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მეტროს ვაგონების განახლების პროექტი 212 ცალი ახალი ვაგონის შესყიდვას გულისხმობს, რაც ჯამში 45 მატარებელია. ცამეტი 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, 32 ცალი 5-ვაგონიანი მატარებელი კი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის.
“უახლოეს დღეებში გამოცხადდება ბაზრის კვლევა, ამის შემდეგ კი საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება მეტროს ვაგონებისა და საგარეუბნო მატარებლების მწარმოებელ, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე უცხოურ კომპანიებს.” – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ პრესრელიზში.
თბილისის მეტროს ვაგონების განახლების საკითხი წლებია დგას დღის წესრიგში. 2021 წელს მერია აპირებდა 44 ახალი ვაგონის შესყიდვას რუსული კომპანია “მეტროვაგონმშენისგან” – ეს გარიგება სთვის სანქციების დაკისრების გამო ჩაიშალა. იგივე გეგმა არსებობდა 2019 წელსაც. უფრო ადრე კი, 2018 წელს, თბილისის მერია სამგორიდან ლილოს მიმართულებით მეტროსადგურების აშენების საჭიროებაზე საუბრობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ნაწილმა „2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დაარსებისა და წარსულის ცოდნის უფლების ყოვლისმომცველი რეალიზების თაობაზე“ მემორანდუმს ხელი მოაწერა

ჰელსინკის კომისია – საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია

ზურაბ ჯაფარიძე – ჰელსინკის კომისიის დასკვნა კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ დასავლეთი ყველაფერს ხედავს, სრული ინფორმაცია აქვს – ახალი არაფერი წერია, რაც აქამდე არ მოგვისმენია – რუსული ხელისუფლება 26 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს