თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს მოქალაქეებსა და სტუმრებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისში, როგორც მულტიკულტურულ ქალაქში, ისე მთელ საქართველოში ამ დღესასწაულს არაერთი ადამიანი აღნიშნავს.
„გუშინ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული დაიწყო. მინდა, მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს და სტუმარს, ვინც დღევანდელ დღეს ზეიმობს. ეს არის ბუნების განახლების, გაზაფხულის, გამწვანების, სიცოცხლის დღესასწაული, ერთგვარი ახალი წელი, რომელიც ოჯახურ გარემოში აღინიშნება. ჩვენს მულტიკულტურულ ქალაქში და მთლიანად საქართველოში ბევრი ოჯახი აღნიშნავს ამ დღეს. ვულოცავ თითოეულ მათგანს, ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას და ჯანმრთელობას“, – განაცხადა თბილისის მერმა.