თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი თავართქილაძის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 600- მდე ოჯახი სრულად დაკმაყოფილდება.
მისი თქმით, გეგმავენ, რომ უახლოეს პერიოდში ახალი ინტერესთა გამოხატვებიც გამოაცხადონ, რომლის ფარგლებშიც ინვესტორებს მოუწოდებენ, რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მიიღონ.
„დღეის მდგომარეობით 3 000 ოჯახამდე არის დაკმაყოფილებული. დარჩენილია 600 ოჯახი, რომელიც შემდეგი წლის განმავლობაში დაკმაყოფილდება. ჩვენ უკვე შერჩეული გვაქვს სავარაუდო მიწის ნაკვეთები, სადაც უნდა გამოცხადდეს ინტერესთა გამოხატვა. პირველადი მონაცემებით, ეს გამარჯვებული კომპანიების მიერ გადმოსაცემი ფართები გადააჭარბებს იმ მოთხოვნას, რაც 600 ოჯახს აქვს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ერთი წლის განმავლობაში, ქალაქ თბილისში სრულად დაკმაყოფილდება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 600- მდე ოჯახი”, – განაცხადა თავართქილაძემ.