თბილისის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული მწვრთნელების პროფესიული გადამზადება მიმდინარეობს

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ოთხი სპორტული ფედერაცია მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული მწვრთნელების პროფესიულ გადამზადებას ახორციელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2023 წლის ოქტომბრიდან 200-მდე მწვრთნელის გადამზადებაზე რაგბის კავშირი, ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაცია და სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია ზრუნავს.
„თბილისის მერიისა და ოთხი სპორტული ფედერაციის თანამშრომლობით, უკვე რამდენიმე თვეა ხორციელდება იმ მწვრთნელთა გადამზადება, რომლებიც მერიის სპორტულ ცენტრებში არიან დასაქმებული და მოზარდებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში ავარჯიშებენ. ამ ხნის განმავლობაში, კურსის მონაწილეებმა გაიარეს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ტრენინგები, გაეცნენ თანამედროვე ტენდენციებს შესაბამის სპორტულ სახეობებში, რითაც ხელი შეეწყო მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც აუცილებელია ბენეფიციარებთან მუშაობის პროცესში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული მწვრთნელები მერიის „მწვრთნელთა მხარდაჭერის“ პროგრამითაც სარგებლობენ.
„29 იანვარს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ დაგეგმილია „მწვრთნელთა მხარდაჭერის“ პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება და მონაწილე მწვრთნელებისთვის სერტიფიკატების გადაეცემა. მადლობა ფედერაციებს თანამშრომლობისთვის. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, ყველა იმ მწვრთნელის კვალიფიკაციის ამაღლება, რომლებიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურაში მუშაობენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პაველ ჰერჩინსკის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეებზე თავს დაესხნენ ჟურნალისტს – მას ამაზე არაფერი არ უთქვამს, ამაზრზენია რაც მოხდა და კიდევ უფრო ამაზრზენი რომ რეაგირება არ აქვს

მაკა ბოჭორიშვილი – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა კარგი ფორმატია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ სასაუბროდ – არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცრუ ნარატივებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება