დედაქალაქის მერიის მიერ ნაყიდი 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადაეცა, თუმცა მათ დიდ ნაწილს ხაზებზე ვერ ანაწილებენ. ამ დრომდე არ არის მოწყობილი ავტობაზა, რომელიც ტექნიკურად ისე უნდა იყოს აღჭურვილი, რომ შესაძლებელი გახდეს ავტობუსების მეორე დღისთვის მომზადება.
ავტობაზის აშენება 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადამ ექვსი თვით გადაიწია და ორ წლამდე გახანგრძლივდა. წესით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, თბილისის მერია შეძლებს 160-ვე ავტობუსის ხაზებზე გაშვებას.
„მომწოდებლის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების სრული დაცვით შესრულებულია, ავტობუსები სრულად არის გადმოცემული. ამ ეტაპზე ექსპლუატაციაში იმყოფება 76 ერთეული M3 კატეგორიის 18-მეტრიანი ავტობუსი. მე-4 ავტობაზის მშენებლობის დასრულებისთანავე, სრულად განხორციელდება ყველა დანარჩენი ავტობუსის ექსპლუატაცია“, – აცნობეს თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიიდან რადიო თავისუფლებას.
ვრცლად: www.radiotavisupleba.ge
