თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე ტექნიკური სამუშაობის გამო, 8 ივლისიდან დროებით წყვეტს საქმიანობას მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი

თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე ტექნიკური სამუშაობის გამო, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან დროებით წყვეტს საქმიანობას მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი.
მოქალაქეები შესაბამის მომსახურებას კონკრეტული მიმართულებების მიხედვით მიიღებენ რამდენიმე რაიონულ სერვის ცენტრში. კერძოდ:
თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურის სამსახურის, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეები მომსახურებას მიიღებენ კოსტავას N72-ში.
რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურების, ასევე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს კომპეტენციაში არსებულ საკითხებს, მოქალაქეები შესაბამის მომსახურებას მიიღებენ ვაკის რაიონულ სერვის ცენტრში, მისამართზე – თამარაშვილის N10ა და საბურთალოს რაიონულ სერვის ცენტრში, მისამართზე – მიცკევიჩის N29.
ააიპ „ჩემი ადვოკატი“ მოქალაქეებს მოემსახურება ყველა რაიონულ სერვის ცენტრში.
Previous: გამაოგნებელია, რომ ჩემი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის კონგრესმენების მიერ შემოტანილი იყო ქართულ ინტერესების საწინააღმდეგო შესწორება

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს