თბილისის მერიიდან გათავისუფლებები გრძელდება – საშტატო ნუსხა 17 ადამიანით შემცირდა (bm.ge)

თბილისის მერიიდან გათავისუფლებები გრძელდება – საშტატო ნუსხა 17 ადამიანით შემცირდა (bm.ge)
თბილისის მერია კადრების გათავისუფლებას აგრძელებს. მიმდინარე თვიდან მერიის სტრუქტურულ ერთეულებში 17 ადამიანით ნაკლები იმუშავებს.
მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის დადგენილებაში შესაბამისი ცვლილება 28 თებერვალს შევიდა.
საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც 2025 წლის 17 მარტიდან ამოქმედდება, კადრებს მერიის არაერთ ერთეულში ამცირებს. უფრო დეტალურად, ცვლილების შედეგად:
· მერიის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხაში 117 ადამიანის ნაცვლად 112 დარჩა;
· მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა 2 ადამიანით შემცირდა და 24-ს შეადგენს.
· მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში 3-ით ნაკლები, 42 კადრი იმუშავებს.
· კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურში ასევე 3-ით ნაკლები, 37 შტატი დამტკიცდა.
· მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურში 4-ით ნაკლები, 56 ადამიანისგან შემდგარი ნუსხა დამტკიცდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

ირაკლი კობახიძე: 2007 და 2020 წლებისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს