თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის, ჯამში, 10 მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს – ფლანგვის დეტექტორი

თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის, ჯამში, 10 მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, – ინფორმაციას ,,ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს:
,,თბილისის მერია და შპს თბილსერვის ჯგუფი წლებია ახალი წლის აღსანიშნავად ტენდერების ნაცვლად გამარტივებულ შესყიდვებს აცხადებენ.
2024 წელს თბილისის მერია ელ.ტენდერისა და გამარტივებული შესყიდვის გზით ახალი წლისთვის ჯამში დაახლოებით 10 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.
თბილისში საახალწლო ნაძვის ხე 16 დეკემბერს აინთო, საახალწლო ღონისძიებები კი 15 იანვრამდე გაგრძელდება.
საინტერესოა, რომ რიგაში საშობაო და საახალწლო ღონისძიებების ჩატარება დაახლოებით 3-ჯერ ნაკლები ჯდება, ვიდრე თბილისში.
ლატვიაში ერთ სულ მოსახლეზე მშპ დაახლოებით 3-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით