თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებას მაისში გეგმავს

მისი თქმით, სამუშაოების პირველი ეტაპი კომუნიკაციების მოწესრიგებაა. მილსადენები და სადენები საავტომობილო გზის ქვეშ არის გაყვანილი, ამიტომ საჭიროა მისი გადათხრა.
რუსთაველის გამზირი ბოლო 84 დღეა, პროევროპული მრავალრიცხოვანი აქციების მთავარი ადგილია – აქციის მონაწილეები ახალი ს ჩატარებასა და სისხლის სამართლის წესით დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას მოითხოვენ.
„მაისის თვეში დავიწყებთ პროექტის განხორციელებას და ზაფხულის ბოლოსთვის გვინდა, რომ სრულიად დავამთავროთ. აქაც პირველი, რასაც გავაკეთებთ, ეს არის კომუნიკაციების მოწესრიგება. მთლიანად მოწესრიგებული იქნება ტროტუარები, ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის ახალი განათების ბოძებით, თავისი სანათებით, განთავსდება მიწისქვეშა ურნები.
მთლიანად, რადიკალურად შეიცვლება რუსთაველის გამზირი, იქნება ახალი დიზაინით და ყველანაირად კომფორტული და, რა თქმა უნდა, შშმ პირთათვის ადაპტირებული. ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოვაწყობთ ახალ მოსაცდელებს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ეფექტური, ლამაზი პროექტი იქნება, როდესაც სამუშოები დამთავრდება“, – თქვა მ.
მ ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის სამუშაოები 2024 წლიდან დაიწყებოდა. მან თქვა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 წელზე მეტხანს გაგრძელდება.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, ბოლო 84 დღეა ათასობით ადამიანი ითხოვს ხელახალ არჩევნებს. ხალხმრავალი პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე აღარ იქნება ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის ინიციატორი.
28 ნოემბრის შემდეგ პროევროპულ აქციებზე დააკავეს 500-მდე ადამიანი, მათ შორის 50-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით. პოლიცია აქციებზე მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა