თბილისის მერია „ოცნების“ აქციაზე ჩამოსულ მძღოლებს პარკინგის საფასურს არ ახდევინებს

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ აქციაზე ჩამოსული მძღოლები დედაქალაქში უფასო პარკინგით სარგებლობენ. ამისთვის მათ სპეციალური სივრცეები აქვთ გამოყოფილი – მათ შორის დაკავებული აქვთ საავტობუსე ზოლები და საფეხმავლო გზები.
მმართველმა პარტიამ „აგენტების კანონის“ მხარდასაჭერად რეგიონებიდან ასობით სატრანსპორტო საშუალებით ათასობით ადამიანი ჩამოიყვანა. მძღოლები, რომლებსაც არ აქვთ თბილისში წინასწარ ნაყიდი პარკირების სერვისი, მუნიციპალიტეტი მათ 50 ლარით აჯარიმებს.
„ღონისძიების მასშტაბურობიდან გამომდინარე მოთხოვნილია სხვადასხვა საორგანიზაციო ღონისძიების გატარება. შესაბამისად, წინასწარ განისაზღვრა შეკრებისთვის საჭირო საპარკინგე ადგილები“, – უთხრეს თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას.
დამატებით მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ დანარჩენ საპარკინგე სივრცეებზე ვრცელდება „კანონით დადგენილი წესი“.
დღეს, 29 აპრილს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მმართველი პარტია „აგენტების კანონის“ მხარდამჭერ აქციას მართავს. ეს არის კონტრაცია ბოლო დღეების განმავლობაში უწყვეტი ხალხმრავლი პროტესტისა, რომელიც დედაქალაქში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ იმართება.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები