თბილისის მერია – ნინუების ხუთსულიანი ოჯახი „თბილისობას“ ახალ სახლში შეხვდება

ნინუების ხუთსულიანი ოჯახი „თბილისობას“ ახალ სახლში შეხვდება – თეიმურაზ ნინუას ოჯახს, რომელსაც მერიის უწყებათაშორისმა კომისიამ უსახლკაროს სტატუსი მიანიჭა, სოციალური საცხოვრისი გადაეცა.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ნინუების ოჯახს დედაქალაქის მერი ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად ესტუმრა, ახალმოსახლეობა მიულოცა და აღუთქვა, რომ „მუნიციპალიტეტი მათ ოჯახს, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას მომავალშიც გაუწევს“.
„გილოცავთ. ვუერთდები თქვენს სიხარულს. ვიცი, რომ ბინას დიდი ხანია ელოდებოდით. ჩვენ, რაც შეგვიძლია, ყველანაირად გვერდით დაგიდგებით. 400-მდე უსახლკარო ოჯახი გვყავდა, რომელიც წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართებით სრულად დაკმაყოფილდება. წარმატებები და ყოველივე საუკეთესო მინდა, ვუსურვო თქვენს ოჯახს. ჩვენც ძალიან გვიხარია, როდესაც გახარებულ და ბედნიერ ადამიანებს ვხედავთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გაკეთებული საქმეებით სხვებიც გავაბედნიეროთ“, – განაცხადა მ.
ნინუების ოჯახში, თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ასევე, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე გელა ჩივიაშვილი იმყოფებოდა.
„უსახლკარო პირთა რეგისტრაცია თბილისის მუნიციპალიტეტის ვალდებულებას წარმოადგენს. ბოლო რვა წლის განმავლობაში, ამ ოჯახების აღრიცხვა და მათთვის საცხოვრისების გადაცემა დაიწყო. ამჯერად, სრულად კეთილმოწყობილი და აღჭურვილი ბინა გადავეცით ნინუების ხუთსულიან ოჯახს“, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 23-წლიანი ქირით ცხოვრების შემდეგ, ნინუების ოჯახს სამგორის რაიონში, ავეჯითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი სამოთახიანი ბინა თბილისის მერიის „უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში გადაეცა.
„იმ ოჯახებს, რომელთაც თბილისის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის მიერ მინიჭებული აქვთ უსახლკაროს სტატუსი, საცხოვრებელი ფართები სარგებლობის უფლებით, მუნიციპალიტეტის მერიის რესურსის შესაბამისად, რიგითობის მიხედვით, ეტაპობრივად გადაეცემათ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ 400 ოჯახის სრულად დაკმაყოფილების პროცესი, რომელთაც სტატუსი 2022 წლამდე მიენიჭათ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში