თბილისის მერია მოსწავლეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, სასკოლო ავტობუსების გარკვეულ მარშრუტებს დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნის

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ჩართულობით, რამდენიმე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის მარშრუტები დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება, რათა მათ საავტობუსო ზოლებში მოძრაობა შეძლონ, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, საუბარია მოსწავლეების რეგულარული ტრანსპორტირების მიზნით, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.
„თბილისის მერიის ინიციატივითა და დედაქალაქის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა წესი, რომლითაც სკოლის ავტობუსებს – M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ექნებათ შესაძლებლობა, საავტობუსო ზოლში გადაადგილდნენ. ჩვენ უკვე მოვუწოდეთ სკოლებს, რომელთაც აქვთ სურვილი, აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთონ. შემოსულია რამდენიმე სკოლიდან წერილი. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ჩართულობით, ამ ყველაფერს საკრებულოში გადავაგზავნით, შემდეგ კი ამ სასკოლო ავტობუსებზე კონკრეტული მითითებები გაიცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, დადგენილია კონკრეტული მოთხოვნები, რაც სკოლებმა საავტობუსო ზოლში გადაადგილებისთვის უნდა გაითვალისწინონ.
„აღნიშნული მარშრუტები მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლებს, სადაც, დამტკიცების შემდეგ, სასკოლო ავტობუსები გადაადგილდებიან ყოველდღიურად, გარდა უქმე დღეებისა და შაბათ-კვირისა. სასკოლო ტრანსპორტი უნდა გაჩერდეს მხოლოდ ავტობუსების გაჩერების ადგილებზე. ამასთან, გაჩერების დრო არ უნდა აღემატებოდეს ერთ წუთს. მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის განსაზღვრული დროა 06:00-დან 09:00 საათამდე და 14:00-დან 18:00 საათამდე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის