თბილისის მერია – ინფორმაცია, თითქოს ორხევის დასახლებაში სოციალური საცხოვრისიდან ოჯახები „გამოყარეს და ისინი ღია ცის ქვეშ დატოვეს“, არის სრული ტყუილი

თბილისის მერია ორხევის დასახლებაში, ერთ-ერთი შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული შენობა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და ვერ აკმაყოფილებდა საცხოვრებლად აუცილებელ კრიტერიუმებს, რის გამოც თბილისის მერიამ მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ორხევის დასახლებაში არსებული სოციალური საცხოვრისიდან იქ მცხოვრები ოჯახები „გამოყარეს და ისინი ღია ცის ქვეშ დატოვეს“.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სრული ტყუილი და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა.
ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩა N12-ში მდებარე სოციალური საცხოვრისი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას და იგი ავარიულ მდგომარეობაშია. შენობა ვერ აკმაყოფილებდა საცხოვრებლად აუცილებელ კრიტერიუმებს, ამიტომ თბილისის მერიამ მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.
შენობაში მცხოვრები თბილისში რეგისტრირებული, უსახლკაროს სტატუსის მქონე 75 ოჯახი გადაყვანილია სხვა ფართებში და დაწყებულია დემონტაჟისთვის საჭირო პროცედურები.
სამწუხაროდ, შენობაში, ასევე, იმყოფებოდა უკანონოდ შეჭრილი რამდენიმე პირი, რომლებიც საფრთხეში აგდებდნენ საკუთარ სიცოცხლეს. შესაბამისად, თავშესაფრის ხელმძღვანელობამ, სამართალდამცავი სტრუქტურების დახმარებით, ისინი შენობიდან გამოიყვანა“, – წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა