თბილისის მერია – „თბილსერვის ჯგუფი“ ქუჩების მორეცხვას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით გზების სპეცტექნიკით მორეცხვას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამჯერად სამგორის რაიონში, ჯავახეთისა და კუპრაძის ქუჩებზე გზის სავალი ნაწილი, ურნები და გაჩერებები მოირეცხა.
ადგილზე იმყოფებოდნენ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე.
„მთელი ზაფხულის განმავლობაში თბილისში სისტემატურად ირეცხება გზები, ნაგავშემკრები კონტეინერები და მიწისქვეშა გადასასვლელები. მორეცხვის სამუშაოები სპეცმანქანებით, ძირითადად, ღამის განმავლობაში სრულდება, იმისათვის, რომ ქალაქი იყოს უფრო სუფთა და მოწესრიგებული“, – განაცხადა გიორგი პაპავამ.
აღნიშნული სამუშაოები დედაქალაქის ათივე რაიონში რეგულარულად, გრაფიკის მიხედვით ხორციელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა