თბილისის მერია – ზღვისუბნის პარკში, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე.
ამასთან, მათი განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება.
„სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მასალის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე.
შემთხვევის შესახებ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ აცნობეს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP) და წყალი რამდენიმე წუთში გადაიკეტა.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 26 ოქტომბერი არის რეფერენდუმის დღე, როდესაც გადავწყვეტთ 27 ოქტომბერს დადგეს ახალი 26 მაისი, თუ 25 თებერვალი – ეს არის არჩევანი, ან ირჩევ ილიას, ექვთიმეს, ქაქუცას გზას, ან ბიძინას და პუტინის გზას