თბილისის მერია გმირთა მოედნის ესტაკადის შემოწმებას იწყებს – დღეგამოშვებით მოძრაობა სრულად შეიზღუდება

მერია 19 ივნისიდან გმირთა მოედნის ესტაკადის გეგმური მონიტორინგის, შემოწმების პროცესს იწყებს. სამუშაოების გამო, 7 ივლისამდე, 02:00-დან 06:00 საათამდე, დღეგამოშვებით, ესტაკადაზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის განცხადებით, სამუშაოებით დადგინდება, ესტაკადაზე რაიმე გასაკეთებელი ან სარეაბილიტაციო არის თუ არა.
„სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. განსაკუთრებული ადგილი ინფრასტრუქტურის მოწყობას, ქუჩების განახლება-რეაბილიტაციას უჭირავს. ასევე, ყურადღებას ვუთმობთ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას, შეცვლას. კრიტიკას ვერ უძლებს სხვადასხვა უბანში, ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამიტომ, სადაც შევდივართ სამუშაოებით, პირველ რიგში, მას ვაწესრიგებთ. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხიდების უსაფრთხოების საკითხსაც, რაც შესაბამისი სამსახურების მიერ პერიოდულად მოწმდება. მონიტორინგის მიზანია დედაქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”