თბილისის მერია ავტობუსის გაჩერების ტაბლოებს 1.6 მლნ ლარად ყიდულობს | ტენდერი გამოცხადებულია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 1.625 მლნ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, – ინფორმაციას BMG ავრცელებს. მათივე ცნობით, სატრანსპორტო კომპანია ავტობუსის გაჩერების 250 ერთეულ საინფორმაციო ელექტრონულ ტაბლოს ყიდულობს.
ცნობილია, რომ ტენდერში წინადადებების მიღება 11 თებერვალს დაიწყება და 16 თებერვალს დასრულდება. დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი შუქდიოდური ტაბლოს ტექნიკური მახასიათებლები, სპეციფიური მოთხოვნები, სერვერული მოდულის მართვის ინტერფეისები, ტაბლოს მონიტორინგისა და მართვისთვის აუცილებელი მოდულები და ა.შ..