თბილისის მერიაში დაზარალებულ მოვაჭრეებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერიაში სადგურის მოედანთან მდებარე ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„დამწვარი ბაზრობის დათვალიერების შემდეგ, ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დაზარალებულები თბილისის მერიაში მიიღო. სამუშაო შეხვედრაზე ხმალაძემ მოვაჭრეების საინიციატივო ჯგუფისგან მიიღო კონკრეტული ინფორმაცია დაზარალებულთა რაოდენობის, დამწვარი სავაჭრო და სასაწყობო ფართების, განადგურებული საქონლის სავარაუდო ღირებულებებისა და სხვა ტექნიკური საკითხების შესახებ.
განიხილეს დაზარალებულებისთვის დახმარების გაცემის ყველა შესაძლო მექანიზმი და პრინციპი. ვიცე-მერმა დაზარალებულებს აღუთქვა დახმარება ბაზრობის დამწვარი კონსტრუქციების დემონტაჟისა და ტერიტორიის დასუფთავების საქმეში.
დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან მორიგი სამუშაო შეხვედრა რამდენიმე დღეში დაიგეგმა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა