თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით – „სიკვდილით სავსე ქალაქი“ მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით – „სიკვდილით სავსე ქალაქი“ მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები „სადგურის მოედნის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას თბილისის მერიას და კახა კალაძეს აკისრებენ.
აქციის მონაწილეების განცხახებით, მერიის სამსახურმა დიდი ხნით ადრე იცოდა შენობის საფრთხის შესახებ, მიუხედავად ამისა მაინც არ დაიცვეს ზომები, რაც გარემოვაჭრეებსა თუ მცხოვრებლებს გადაარჩენდა.
“პასუხიამგებელია სახელმწიფო და “ქართული ოცნების” პოლიტიკა. მათვის არაფერს ნიშნავს 2 ადამიანის გარდაცვალება. არავინ დასჯილა ვაკის პარკის შემთხვევისას, რიგით ადამიანებს მოსთხოვეს პასუხი. ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ ისეთ სახლემწიფოში, სადაც ადამიანებს თავზე ემსხვერვა ლოდები.
ჩვენი პროტესტი არის ლეგიტიმური. ეს არის კავშირში იმასთან, რასაც 230-დღეა ვაპროტესტებთ.
პასუხისმგებლობის გრძნობა რომ ჰქონდეს, ის დატოვებდა თანამდებობას და მოსახლეობას არ გადააბრალებდა იმას, რაც მოხდა. ჩვენი პროტესი უნდა გაგრძელდეს! ჩვენ ვაპროტესტებთ ამორალურ პოლიტიკას!”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეები ციტახანში მსვლელობით საზოგადოებრივი მაუწყებლობის ყოფილ შენობასთან მსვლელობით გადაინაცვლებენ, საიდანაც ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს შეუერთდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლორა თორნტონი: “ქართული ოცნება” ღიად ეძახის ჩინეთსა და ირანს თავის მეგობრებს, მოკავშირეებსა და პარტნიორებს. მაგალითად, არის ფოტო, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ჰამასის” გვერდით დგას

თამაზაშვილი: სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ფართოდაა გავრცელებული ირაკლის სატელეფონო საუბრის ფაბრიკაციის-ფაბრიკაცია, რომელიც უკანონოდ იქნა მოპოვებული და დამონტაჟებული 2012 წლის საარჩევნო პერიოდში